ინტერნეტის შეზღუდვებისთვის გვერდის ავლა

ინტერნეტზე წვდომა მრავალ ქვეყანაში გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება — დაწყებული ე.წ. „ჩინეთის დიდი ქსელის დაცვიდან“ კონტენტის გაფილტვრის ნაგულისხმევ სისტემებამდე, რომლებიც გაერთიანებულ სამეფოში გამოიყენება. შედეგად, WordPress.com ბლოგებზე ასეთი ადგილებიდან წვდომა შეიძლება, ზოგჯერ, შეუძლებელი იყოს. თუმცა ამ საკითხის მიმართ ჩვენს აზრს რაც შეეხება, ვფიქრობთ, რომ აბსურდია.

მოცემული შეზღუდვებისთვის გვერდის ავლის მრავალი ხერხი არსებობს. და ვუჭერთ რა მხარს სიტყვის თავისუფლების იდეას, ზოგიერთ ამ საშუალებას ქვემოთ გთავაზობთ. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი კონკრეტული შემთხვევებისთვის ყველაზე ეფექტური მეთოდი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ საიდან ახორციელებთ დაკავშირებას.

მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი საშუალებებით სარგებლობა, როგორც წესი, კანონიერია, მათი გამოყენებისას ყოველთვის სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ და პირველ რიგში, გაერკვეთ, რა მდგომარეობაა ქვეყანაში, რომლიდანაც დაკავშირებას ახორციელებთ.

VPN-ები (ვირტუალური კერძო ქსელი)

VPN სერვისები ვებსაიტებზე პირდაპირ წვდომის ნაცვლად, ინტერნეტთან საკუთარი ქსელების მეშვეობით დაკავშირების საშუალებას გაძლევთ. ამგვარი კავშირები, ხშირ შემთხვევაში, დაშიფრულია; მათი მეშვეობით შესაძლებელია მოქმედი შეზღუდვებისთვის გვერდის ავლა და მათ ხშირად ვების უსაფრთხოდ დასათვალიერებლად მიმართავენ.

დადებითი მხარეები

  • VPN-ის ტიპის მიხედვით, მომხმარებლებს ვების ანონიმურად დათვალიერება შეუძლიათ.
  • მომხმარებლებს, რომლებიც ცხოვრობენ ქვეყნებში, რომელთა ფარგლებშიც, სტანდარტულად, იბლოკება ტრაფიკი საიტებზე და პირიქით (მაგ., ჩინეთი, რუსეთი, ირანი და ა.შ.), VPN-ის მეშვეობით ამგვარი შეზღუდვებისთვის გვერდის ავლა შეუძლიათ.
  • მომხმარებლებს, რომლებსაც ადარდებთ მთავრობის მხრიდან თვალთვალი და მესამე მხარეების მიერ მონაცემთა ხელში ჩაგდება თუ შენახვა, VPN-ის გამოყენება საკუთარი ვებ-აქტივობის შესანიღბად შეუძლიათ. კონფიდენციალურობაზე ორიენტირებული VPN-ები არ ინახავენ მონაცემთა ჟურნალებს და შესაბამისად, არ ფლობენ მომხმარებელთა ინფორმაციას თუ ტრაფიკს, რომლის გაზიარებასაც შეძლებენ მესამე მხარეებთან.

უარყოფითი მხარეები

  • საკუთარი შრის დამატებით, VPN-ები ინტერნეტზე წვდომას კიდევ უფრო ართულებენ. საკუთარ მოთხოვნებთან შესაბამისი VPN-ის საპოვნელად, მომხმარებლებს უწევთ სხვადასხვა პროვაიდერიდან არჩევა, თავიანთ კომპიუტერებზე ან მობილურ მოწყობილობებზე დამატებითი პროგრამული უზრუნველყოფის ჩამოტვირთვა და ამ პროგრამული უზრუნველყოფის კონფიგურაცია.
  • სრულ ანონიმურობას ყველა VPN არ უზრუნველყოფს. ზოგიერთ მათგანს ტრაფიკის ან მომხმარებლების მონაცემების ჟურნალირება შეუძლია. ფასიანი VPN სერვისის შემთხვევაში, საკრედიტო ბარათი და გადახდის შესახებ სხვა ინფორმაცია შეიძლება კონკრეტული მომხმარებლის ანგარიშთან იყოს დაკავშირებული, რაც საფრთხეს უქმნის მომხმარებლების უსაფრთხოებასა და კონფიდენციალურობას.
  • მუშაობისა და კავშირის სიჩქარე შეიძლება გაცილებით უფრო ნელი იყოს, ვიდრე ჩვეულებრივი ქსელის კავშირების. ზოგიერთ შემთხვევაში, მომხმარებლებს ერთი სესიის დროს სისტემაში შესვლა შეიძლება რამდენიმეჯერ მოუწიოთ.

VPN-ის მაგალითები

ქვემოთ მოცემულია პოპულარული VPN სერვისების რამდენიმე მაგალითი. სერვისის გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებამდე, თქვენ აუცილებლად უნდა შეარჩიოთ თქვენი ინდივიდუალური შემთხვევისთვის საუკეთესო სერვისი.

VPN-ების დაყენება

VPN-ის თითოეულ პროვაიდერს საკუთარ სერვისთან დაკავშირების სხვადასხვა ხერხი გააჩნია. ქვემოთ მოცემულია რამდენიმე მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა დაყენდეს VPN კავშირები.

Windows 8: Windows 8-ში VPN კავშირების დაყენება და რედაქტირება (ინგლისურ ენაზე)

OS X:

  • El Capitan (ინგლისურ ენაზე)
  • Yosemite (ინგლისურ ენაზე)
  • Mavericks (ინგლისურ ენაზე)
  • Mountain Lion (ინგლისურ ენაზე)

iOS (iPad, iPhone): iOS: VPN-ის დაყენება (ინგლისურ ენაზე)

Android: VPN-თან დაკავშირება Android-ზე (ინგლისურ ენაზე)

Tor

Tor არის უფასო პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც ახორციელებს ინტერნეტ-კავშირის მარშრუტიზაციას ვებში არსებული სხვადასხვა ადგილის გავლით. მისი მეშვეობით შესაძლებელია როგორც თქვენი დაკავშირების ადგილის შენიღბვა, ისე იმ შეზღუდვებისთვის გვერდის ავლა, რომლებიც მთავრობების ან ინტერნეტ-პროვაიდერების მიერაა დაწესებული. ხელმისაწვდომია ვერსიები სხვადასხვა პლატფორმისთვის, მათ შორის, Windows-ისთვის, Mac-ისთვის, iPhone-ისთვისა და Android-ისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ იგი ძალიან ჰგავს VPN-ის პროგრამულ უზრუნველყოფას, Tor განხვავდება იმით, რომ მხოლოდ მსხვილი კომერციული სერვერების ნაცვლად, ის დამოკიდებულია ცალეულ კომპიუტერებზე, რომლებიც კავშირის მარშრუტიზაციისას კვანძების როლს თამაშობენ. შესაბამისად, Tor-ის მეშვეობით დაკავშირება შეიძლება იყოს საგრძნობლად უფრო ნელი, ვიდრე თქვენთვის ჩვეული სიჩქარეები.

დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია Tor-ის ვებსაიტზე (ინგლისურ ენაზე).

CC-BY-SA